Accessibility links

"ამნესტი ინტერნეიშნალი" შეშფოთებულია მსოფლიოში სასიკვდილო განაჩენების მატებით


უფლებადამცველ ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშნალის მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოში მკვეთრად იმატა სასიკვდილო განაჩენების რაოდენობამ, როცა მთავრობები მას იყენებენ დანაშაულთან ბრძოლის „გაუმართლებელი მცდელობისას“. „ამნესტი ინტერნეიშნალის“ დირექტორმა გლობალურ საკითხებში, ოდრი გორანმა საინფორმაციო სააგენტო როიტერსთან საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ წელს სასიკვდილო განაჩენების ყველაზე მკვეთრი მატება აღირიცხა ეგვიპტესა და ნიგერიაში. „სასიკვდილო სასჯელი არ არის დანაშაულისა და ტერორიზმის შემაკავებელი. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ასეთ მოსაზრებას გაამყარებდა. სინამდვილეში, კვლევები, რომლებიც გაერომ ჩაატარა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სასიკვდილო სასჯელი არ არის უფრო ძლიერი შემაკავებელი, ვიდრე პატიმრობა. ასე რომ, მთავრობებს, რომლებიც ამ არგუმენტს იყენებენ, შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება,“ - განაცხადა „ამნესტი ინტერნეიშნალის“ წარმომადგენელმა. მისი ორგანიზაცია 1 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში იუწყება, რომ 2014 წელს მსოფლიოს 55 ქვეყანაში აღირიცხა, სულ ცოტა, 2466 სასიკვდილო განაჩენი, რაც 25%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს 57 ქვეყანაში. მეორე მხრივ, თითქმის 22%-ით შემცირდა სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის მაჩვენებელი.

XS
SM
MD
LG