Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში 35 ადამიანი დაიღუპა ქარხნის დაბომბვის შედეგად


იემენში, სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა რძის ქარხნის დაბომბვის შედეგად. ამასობაში, გრძელდება გასულ კვირაში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით დაწყებული საჰაერო კამპანია იემენში შიიტი ჰუთიტი მეამბოხეების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. ცნობილი არ არის, ქარხანა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი მოკავშირეების საჰაერო იერიშისას დაიბომბა, თუ მეამბოხეების იერიშის შედეგად. ირანი აკრიტიკებს მოკავშირეების ოპერაციას, რადგან ის, თეირანის შეფასებით, საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. თავის მხრივ, საუდის არაბეთი გმობს ირანის „მხარდაჭერას“ ჰუთიტი მეამბოხეებისდმი, რომლებიც იემენის დესტაბილიზაციისაკენ მიისწრაფვიან.

XS
SM
MD
LG