Accessibility links

logo-print

ბორის ნემცოვის მკვლელობაში მთავარი ბრალდებული აცხადებს, რომ უდანაშაულოა


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, მკვლელობაში მთავარი ბრალდებული პირი, ზაურ დადაევი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ დანაშაული ზეწოლის ქვეშ აღიარა, არადა, არც კი იმყოფებოდა მკვლელობის ადგილას. მოსკოვის საქალაქო სასამართლოში დადაევმა 1 აპრილს განაცხადა, რომ აქვს ალიბიც. მაგრამ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მკვლელობასთან დადაევის კავშირი დასტურდება მისი თავდაპირველი აღიარებით, მოწმეების ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზით. სასამართლომ დადაევის წინასწარი პატიმრობა კანონიერად მიიჩნია, განსხვავებით ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანის საფუძველზე დაკავებული კიდევ ოთხი ადამიანიდან სამის (ჰამზათ ბახაევის, შაგიდა გუბაშევის და ტამერლან ესკერხანოვის) დაპატიმრებიდან. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეს სამი პირი იზოლატორში დარჩება 8 აპრილამდე, სანამ სასამართლო შეისწავლის გამოძიების შუამდგომლობას მათ წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით. სულ ხუთი ადამიანი იქნა დაკავებული 27 თებერვალს მოსკოვში ნემცოვის მკვლელობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG