Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს ოდესაში აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი სამი პირი


უკრაინაში დააკავეს ქალაქ ოდესაში აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი სამი პირი. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ოლენა გიტლიანსკამ 1 აპრილს კიევში უთხრა ჟურნალისტებს, რომ დაკავებულები თავს უწოდებენ კომუნისტ აქტივისტებს და სამივემ აღიარა დეკემბრიდან მარტამდე ოდესაში ცხრა ტერაქტის მოწყობა. გიტლიანსკას განცხადებით, ეჭვმიტანილებს უპოვეს ცეცხლსასროლი ირაღი, ქიმიური ნივთიერებები, მობილური ტელეფონის ნაწილები და იმ ტიპის ტაიმერი, როგორიც გამოყენებულ იქნა ოდესაში ასაფეთქებელი მოწყობილობების ასამოქმედებლად. გასულ თვეებში აფეთქებების სერია აღირიცხა ოდესაში და უკრაინის კიდევ ერთ ქალაქში, ხარკოვში. უკრაინის ხელისფლებამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთსა და მის მხარდამჭერ სეპარატისტებს, რომლებსაც დაპყრობილი აქვთ ტერიტორიები აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში.

XS
SM
MD
LG