Accessibility links

logo-print

უშიშროების სამსახური უკრაინის კომუნისტური პარტიის ლიდერს დაკითხავს


უკრაინის კომუნისტური პარტიის ლიდერი, პეტრო სიმონენკო უკრაინის უშიშროების სამსახურში დაიბარეს დასაკითხად რუსეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით. დღეს უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა, ოლენა გიტლიანსკამ თქვა, რომ სიმონენკოს დაკითხავენ იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის თაოსნობით მოეწყო და რომელშიც სიმონენკოც მონაწილეობდა. ამასთან, გიტლიანსკას განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის ტელეარხზე სიმონენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც შესაძლოა ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებს. „არსებობს ყველა მიზეზი იმისთვის, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებულ იქნას ფაქტები, რომლებმაც შესაძლოა დაამტკიცოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის არალეგალური ქმედებები“, - თქვა გიტლიანსკამ. უკრაინის უშიშროების სამსახური სიმონენკოს ხვალ დაკითხავს. თავად სიმონენკო ამბობს, რომ არალეგალური არაფერი ჩაუდენია.

XS
SM
MD
LG