Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საგადასახადო თაღლითობით ხსნის "როშენის" ქარხანაში პოლიციის შესვლას


რუსეთის სამართალდამცავი ორგანო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შოკოლადის ქარხანაში რეიდი განახორციელა შესაძლო საგადასახადო თაღლითობის გამო. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დღეს ქალაქ ლიპეცკში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ალყა შემოარტყა "როშენის" ქარხნის შენობას და მისი შესასვლელი ჩაკეტა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, ვლადიმირ მარკინმა თქვა, რომ გამომძიებლები 180 მილიონი რუბლის (3.1 მილიონი დოლარის) ოდენობის შესაძლო საგადასახადო თაღლითობის საქმესთან დაკავშირებულ მასალებს ეძებდნენ. "როშენის" მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში, საწარმო პოლიციის რეიდს „მიუღებელს და არალეგალურს“ უწოდებს. მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG