Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მინდია ჯანელიძის, ზაქირ ჰასანოვის და ისმეთ ილმაზის შეხვედრა. 2012 წლიდან ამოქმედებული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატით, თავდაცვის მინისტრები ერთმანეთსწელიწადში ორჯერ ხვდებიან. თბილისში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მინდია ჯანელიძემ განაცხადა, თავდაცვის სფეროში სამი ქვეყნისთანამშრომლობა არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის და მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თანამშრომლობის წლევანდელი გრაფიკი მოიცავს სამხედრო განათლების სფეროს, ერთობლივ წვრთნებს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, რომელიც დინამიკურად ვითარდება. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ზაჰირ ჰასანოვის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრისას შეიარაღებული ძალების განვითარების და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ზაჰირ ჰასანოვმა აღნიშნა, რომ სომხეთს რეგიონის სამივე სახელმწიფოს მიმართ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების თანამშრომლობის ფორმატს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის კარგ მექანიზმად მიიჩნევს თურქეთის თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი. მან აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა ერთობლივ მემორანდუმზე, რომლის ხელმოწერით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება. “სამივე ქვეყანა მოწადინებულია, რომ რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა იყოს", - განაცხადაისმეთ ილმაზმა. მისი ინფორმაციით, საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შემდეგი შეხვედრა შემოდგომაზე, თურქეთში გაიმართება.

XS
SM
MD
LG