Accessibility links

logo-print

მსხვერპლი არ მოჰყოლია კიევის ცენტრში აფეთქებას


2 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე კიევის ცენტრში ბომბი აფეთქდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქება მოხდა ერთ-ერთი ბანკის ფილიალის შენობის შესასვლელთან. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის კარები და დაიმსხვრა ფანჯრის მინები. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ბომბი აფეთქდა სამხრეთის საპორტო ქალაქ ოდესაში და აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვში - ორივე ქალაქი იმყოფება იმ ტერიტორიის გარეთ, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში აკონტროლებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, სეპარატისტები ორივეს დაკავებას ესწრაფვიან. წარსულში მომხდარი აფეთქებების სამიზნეები, როგორც ჩანდა, იყო ორგანიზაციები, რომლებსაც სეპარატისტებთან მებრძოლ, სამთავრობო ძალებთან ჰქონდა კავშირი. უკრაინის ხელისუფლება აფეთქებებში რუსეთს და მეამბოხეებს სდებდა ბრალს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა 1 აპრილს დააკავა სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რამდენიმე აფეთქების მოწყობაში ოდესაში, დეკემბრიდან მარტამდე პერიოდში.

XS
SM
MD
LG