Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო: ბელორუსია არასოდეს იქნება რუსეთის ნაწილი


ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არასოდეს იქნება რუსეთის ნაწილი, მიუხედავად, მისი სიტყვებით, რუსეთის პოლიტიკოსების იმპერიალისტური გეგმებისა. „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 2 აპრილს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა სააგენტომ, „ბელტამაც“ გამოაქვეყნა, ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელორუსია „უკანასკნელ ადამიანამდე“ იბრძოლებს ქვეყანაში შეჭრილი ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ. „რუსეთში ბევრი პირი კვლავ იმპერიალისტურად აზროვნებს და ბელორუსიას აღიქვამს [რუსეთის] ჩრდილო-დასავლეთ პროვინციადო“, განაცხადა ლუკაშენკომ 31 მარტს მიცემულ ინტერვიუში. ბელორუსიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა იბრძოლებს „ევროპელების, ამერიკელების, რუსების, ან სხვა ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ, თუკი მათ ბელორუსიის დაპყრობა ექნებათ განზრახულიო“. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებამ და უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერამ გაზარდა შეშფოთება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გეგმების შესახებ რეგიონთან მიმართებით. ლუკაშენკო შეეწინააღმდეგა დასავლელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც მას ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ. „მე აღარ ვარ ევროპის უკანასკნელი დიქტატორი. ჩემზე ცოტა უარესი დიქტატორების არიან, ასე არ არის? მე უკვე ნაკლებ ბოროტებას წარმოვადგენო“, განაცხადა მან, შესაძლოა პუტინზე მინიშნებით.

XS
SM
MD
LG