Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში საპრეზიდენტო სასახლე დაიკავეს მეამბოხეებმა


იემენიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, შიიტმა მეამბოხეებმა და მათმა მოკავშირეებმა დაიკავეს საპრეზიდენტო სასახლე ადენში და განაგრძობენ ქალაქზე შეტევას. მანამდე იემენში ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდა საჰაერო თავდასხმებს კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს და რომელიც მიზნად ისახავს მეამბოხეების წინსვლის შეჩერებას. იემენის პრეზიდენტი, აბდ-რაბუ მანსურ ჰადი გასულ კვირაში საუდის არაბეთში ჩავიდა - მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ შიიტი მეამბოხეები ადენს უახლოვდებოდნენ. მანამდე ჰადიმ ადენს მას შემდეგ შეაფარა თავი, რაც მეამბოხეებმა დედაქალაქი სანაა დაიკავეს. 2 აპრილს საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ მისი ერთი სამხედრო დაიღუპა და 10 დაიჭრა იემენის საზღვრის მეორე მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად.ეს პირველი მსხვერპლია საუდის არაბეთის მხრიდან, რომლის შესახებაც გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კოალიციამ თავისი საჰაერო კამპანია დაიწყო. პარალელურად, ადენიდან 500 კილომეტრის მოშორებით, საპორტო ქალაქ მუკალაში სავარაუდოდ ალ-ყაიდის ექსტრემისტები შეიჭრნენ ციხეში და სულ მცირე 150 პატიმარი გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG