Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში ექსტრემისტებმა, სულ ცოტა, 70 ადამიანი მოკლეს კოლეჯზე თავდასხმისას


კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სომალისთან საზღვრის მახლობლად ნიღბიანმა ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს კოლეჯის შენობაზე, დახოცეს, სულ ცოტა, 70 ადამიანი და მძევლად აიყვანეს მოსწავლეები. კენიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ნკაისერის განცხადების, გარისის უნივერსიტეტის კოლეჯზე თავდასხმისას დაიჭრა, სულ ცოტა, 79 ადამიანი. მისივე ინფორმაციით, მოკლულია თავდასხმის მონაწილეებიდან ოთხი კაცი, მაგრამ შენობა კვლავაც ალყაში აქვთ მოქცეული სამართალდამცველებს. ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, ალ-შაბააბმა განაცხადა, რომ თავდასხმა მან მოაწყო, რათა სამაგიერო გადაეხადა მეზობელ სომალიში მებრძოლი კენიელი სამხედროების გამო. ალ-შაბააბის ექსტრემისტები კენიაში სისტემატურად აწყობენ თავდასხმებს 2011 წლის შემდეგ - ანუ მას მერე, რაც კენიელი სამხედროები გაგზავნეს სომალიში, ამ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან საბრძოლველად. ექსტრემისტული ჯგუფი სომალიში ისლამური სახელმწიფოს დაარსებისთვის იბრძვის.

XS
SM
MD
LG