Accessibility links

logo-print

პირველ აპრილამდე არასწორად გაცემული სოციალური დახმარება დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება


საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარები შემწეობის 2015 წლის პირველ აპრილამდე არასწორად დარიცხვისა და გაცემის გამო სახელმწიფოს მიმართ წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა. "სოციალური დახმარების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით, 2015 წლის 1-ელ აპრილამდე ზედმეტად გაცემული სოციალური დახმარება ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთან, შეწყვეტას ექვემდებარება ყველა სასამართლო დავა და სააღსრულებო წარმოება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.

XS
SM
MD
LG