Accessibility links

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" დაიშალა


პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გამოიკვეთა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობას შორის. „ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG