Accessibility links

ირანი და წამყვანი ქვეყნები შეთანხმდნენ „ძირითად პარამეტრებზე“


ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რაც აშშ-ის თანახმად „ყოველგვარ გზას უჭრის“ თეირანს ატომური ბომბის შესაქმნელად. შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 2 აპრილს მიღებული ჩარჩო-შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვანი შეზღუდვის სანაცვლოდ, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაწესებული სანქციების ეტაპობრივ შემცირებას ითვალისწინებს. ირანი კერძოდ თანხმდება, რომ 15 წლის განმავლობაში არ ააშენებს არც ახალ ატომურ რეაქტორს, ხოლო გამდიდრებულ ურანის მარაგებს ან გააზავებს ანდა გაყიდის საერთაშორისო ბაზარზე, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2 აპრილს თეთრი სახლიდან გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში. "ეს იქნება გრძელვადიანი შეთანხმება, რომელიც ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნის ყველა პოტენციურ შესაძლებლობას განიხილავს. იგი ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის მკაცრ შეზღუდვას ათი წლის განმავლობაში, ხოლო დამატებით 15 წლიანი შეზღუდვები დაუწესდება ბირთვული მასალების ახალი რექტორებისა და საცავების მშენებლობას. 20 და მეტი წლით გაგრძელდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე ზომები, ზოგიერთი მათგანი კი, ცხადია, პერმანენტული იქნება. და როგორც ატომის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების წევრს, ირანს არასოდეს მიეცემა უფლება შექმნას ატომური იარაღი,-“ -განაცხადა ობამამ.

XS
SM
MD
LG