Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელი ფრაქცია იქმნება


თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ ფრაქციას ქმნიან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები გიორგი მუსხელიშვილი, გიორგი ახვლედიანი, ლია ჯახველაძე და ილია ჯიშკარიანი. მათი ინფორმაციით, "თავისუფალ დემოკრატებს" პარტიიდან გასვლის თაობაზე 31 მარტს მიმართეს, რის პასუხადაც 2 აპრილს მიიღეს საჯარო განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს და მისი წარმომადგენლები პარტიის წევრები აღარ არიან, რადგან ხელისუფლების რეალური ოპონირებისთვის მზად არ აღმოჩდნენ. თავის მხრივ, თბილისის საკრებულოში „თავისუფალიდემოკრატების“ უკვე ყოფილი წარმომადგენლები დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ პარტიასთან ერთად იბრძოდნენ ცხრაწლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, მის დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანეს და ერთად მიაღწიეს ქვეყნის მართლაც თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას. „ბოლო პერიოდში ზოგიერთ საკითხში პარტიასა და ჩვენ შორის თანხვედრა არ იყო, თუმცა ვთვლით, რომ საკრებულოში ფრაქციის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილებაგააზრებული, ობიექტური და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული იყო“ - ნათქვამია თბილისის საკრებულოს ოთხი წევრის განცხადებაში. მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე საკრებულოში მუშაობას განაგრძობენ დამოუკიდებელ ფრაქციად და პარტიული ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან. „ვთვლით, რომ ამომრჩევლის წინაშე ვალდებულება უფრო მნიშვნელოვანია", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG