Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და თურქეთი გმობენ ყირიმელი თათრების შევიწროებას


აშშ-მა დაგმო ყირიმელი თათრების რამდენიმე საინფორმაციო საშუალების, მათ შორის, უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეკომპანია ATR-ის დახურვა და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღდგეს ყირიმში დახურული ყველა საინფორმაციო საშუალების საქმიანობა. ამის თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მარი ჰარფის განცხადებაშია ნათქვამი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი „მიუღებელი“ უწოდა ვითარებას უკრაინის ნახევარკუნძულზე. ყირიმელი ხალხი, განსაკუთრებით თურქულენოვანი თათრები „შევიწროებას განიცდიან“, - განაცხადა ლიტვაში 3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG