Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

147-მდე გაიზარდა კენიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


147-ს მიაღწია კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სომალისთან საზღვრის მახლობლად ნიღბიანი ექსტრემისტების მიერ კოლეჯის შენობაზე განხორციელებულ იერიში. გარისის უნივერსიტეტის კოლეჯზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, ალ-შაბააბმა. ორგანიზაციის განცხადებით, თავდასხმა მან მოაწყო, რათა სამაგიერო გადაეხადა მეზობელ სომალიში მებრძოლი კენიელი სამხედროების გამო. ალ-შაბააბის ექსტრემისტები კენიაში სისტემატურად აწყობენ თავდასხმებს 2011 წლის შემდეგ - ანუ მას მერე, რაც კენიელი სამხედროები გაგზავნეს სომალიში, ამ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან საბრძოლველად. ექსტრემისტული ჯგუფი სომალიში ისლამური სახელმწიფოს დაარსებისთვის იბრძვის.

XS
SM
MD
LG