Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა „ტყუილი“ უწოდა ალასანიას ბრალდებებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ სურს კომენტარის გაკეთება ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებზე. "ეს არის ტყუილი და ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი.

XS
SM
MD
LG