Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი: 2 აპრილის შეთანხმება ირანელთა „ისტორიულ მახსოვრობაში“ დარჩება


ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა ჰასან როხანიმ განაცხადა. როჰანის სიტყვებით თანამედროვე მსოფლიოში უსარგებლოა „მუქარა და სხვებზე ზეწოლა“, ხოლო ნებისმიერ შეთანხმება ყველა მხარისათვის უნდა იყოს ხელსაყრელი. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ლოზანაში ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს მიერ მიღწეული „ჩარჩო-შეთახმების“ ხელმოწერის მეორე დღეს გააკეთა. ჰასან როხანიმ დასძინა, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ორივე მხარე დაპირებას, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ შეთანხმებას, რომელმაც თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, აშშ-ის, გაეროსა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შერბილება უნდა უზრუნველყოს. ირანის პროგრამის თაობაზე საბოლო შეთანხმების ბოლო ვადად 3 ივნისი განისაზღვრა.

XS
SM
MD
LG