Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დააკავეს ქალი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერის ბრალდებით


აშშ-ში 30 წლის ქალი დაადანაშაულეს ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ფილადელფიელ კეონა ტომასს 15 წლით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. პროკურატურის ინფორმაციით,2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდში ტომასი დაჯგუფება „ისლამურის სახელმწიფოს“ მხარდასაჭერ პოსტებს აქვეყნდებდა თავის ტვიტერის გვერდზე. სავარაუდოდ, მან ერთ-ერთ ტერორისტს შეატყობინა, რომ მზად იყო, მონაწილეობა მიეღო თვითმკვლელი მოიერიშის აფეთქებაში. „ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა... გოგოს ისღა დარჩენია, რომ ეს ინატროს“ - თქვა კეონა ტომასმა. პროკურატურა იუწყება, რომ ტომასმა 29 მარტისთვის ბარსელონაში გასამგზავრებელი ბილეთი შეიძინა, რათა შემდეგ თურქეთიდან სირიაში გადასულიყო. ტომასის დაკავების ფონია კიდევ ორი ამერკელი ქალის დაპატიმრება ნიუ-იორკში, სადაც ისინი, სავარაუდოდ, აფეთქების მოწყობას გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG