Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა ირანის ბირთვულ პროგრამაზე


თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ მოხერხდება საბოლოო შეთანხმების მიღწევა, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეზღუდოს. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა 3 აპრილს ესაუბრა წარმომადგენელთა პალატის და სენატის ოთხ ლიდერს, საუბრისას განიხილეს შეთანხმების ჩარჩო, რომლის შესახებაც 2 აპრილს გამოაცხადეს, შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკების მონაწილეებმა. შეთანხმების ჩარჩო, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უნდა შეზღუდოს, ქმნის საფუძველს საბოლოო შეთანხმებისთვის, რომელსაც 30 ივნისამდე უნდა მიაღწიონ. შეთანხმების შესახებ ობამამ მოლაპარაკება ასევე გამართა ბაჰრეინის, ქუვეითის, ყატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან. პარალელურად, ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში მიესალმა შეთანხმების ჩარჩოს მიღწევას და მას უწოდა „პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მსოფლიოსთან პროდუქტიული ურთიერთობისკენ.“

XS
SM
MD
LG