Accessibility links

logo-print

იემენში შექმნილ კრიზისზე იმსჯელებს გაეროს უშიშროების საბჭო


გაეროს უშიშროების საბჭო 4 აპრილს გამართავს შეხვედრას რომელზეც იმსჯელებენ იემენში შექმნილ კრიზისზე. ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს მდივნის მოადგილე, ვალერი ეიმოსი ამბობს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობამ იემენში შეიწირა სულ მცირე 519 ადამიანი, მათ შორის 90 ბავშვი, ათი ათასობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს არაბული ქვეყნების კოალიციას, რომელიც საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ირანთან კავშირის მქონე შიიტი მებრძოლების წინააღმდეგ. შიიტი მებრძოლების შეტევის ფონზე, გასულ კვირაში ქალაქი ადენი დატოვა იემენის პრეზიდენტმა, აბდ-რაბუ მანსურ ჰადიმ. შიიტთა ძალების წინსვლა გრძელდება, მიუხედავად მათ წინააღმდეგ 9 დღის განმავლობაში წარმოებული საჰაერო კამპანიისა.

XS
SM
MD
LG