Accessibility links

logo-print

სომალელი ექსტრემისტები კენიაზე თავდასხმების გაგრძელებით იმუქრებიან


სომალელი ექსტრემისტები გამოვიდნენ მუქარით, რომ კიდევ უფრო მეტ თავდასხმას მოაწყობენ კენიაზე, მას შემდეგ, რაც მათმა მებრძოლებმა 2 აპრილს კენიის ერთ-ერთ უნივერსიტეტზე იერიშის მიტანით 150-მდე ადამიანი დახოცეს. ექსტრემისტული დაჯგუფება, ალ-შაბააბი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ კენიის მოქალაქეების სისხლი კვლავ დაიღვრება. შეიარაღებულმა, ნიღბიანმა ექსტრემისტებმა სომალის საზღვრიდან დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით მდებარე უნივერსიტეტზე მიიტანეს იერიში. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ეს ჯგუფი აცხადებს, რომ თავდასხმა წარმოადგენდა შურისძიებას სომალიში კენიელი სამხედროების ყოფნის და კენიის შიგნით მუსლიმთა შევიწროების გამო.თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია ხუთი ეჭვმიტანილი. კენიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცადებით, ერთი შეიარაღებული პირი მაშინ დააკავეს, როცა თავდასხმის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, დანარჩენები კი მოგვიანებით დააპატიმრეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 3 აპრილს ტელეფონით მიუსამძიმრა კენიის პრეზიდენტ უჰურუ კენიატას. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა ამბობს, რომ ის კვლავაც გეგმავს მიმდინარე წელს კენიაში ვიზიტს.

XS
SM
MD
LG