Accessibility links

logo-print

ლავროვი გამოდის მოწოდებით, უკრაინაში მეტი იარაღი გაიტანონ კონფლიქტის ხაზიდან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოვიდა მოწოდებით, უკრაინის კონფლიქტში ორივე მხარემ კონფლიქტის ხაზიდან გაიტანოს 100 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის შეიარაღება, რათა გაძლიერდეს ნდობა თებერვალში მიღწეული საზავო შეთანხმების მიმართ. ლავროვი ამ მოწოდებით გამოვიდა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, სადაც ის შეხვედრებს მართავს და მონაწილეობს ღონისძიებებში, რომლებითაც აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომში ბრატისლავის წითელი არმიის მიერ გათავისუფლების 70-ე წლისთავს. ლავროვის თქმით, უკრაინის მთავრობის ძალებსა და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის თებერვალში, მინსკში მიღწეული საზავო შეთანხმება ძირითადად სამხედრო კომპონენტში საჭიროებს დაკვირვებას. მინსკის შეთანხმების თანახმად, ორივე მხარემ უნდა გაიტანოს 100 მილიმეტრის ან მეტი კალიბრის მქონე იარაღი და უნდა შეიქმნას უსაფრთხო ზონა, რომლის სიგანეც სულ მცირე 50 კილომეტრი იქნება.

XS
SM
MD
LG