Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: იემენზე საჰაერო დარტყმების კამპანიაში პაუზა უნდა გამოცხადდეს


რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვს გამოვიდეს მოწოდებით პაუზის გამოცხადების თაობაზე იმ საჰაერო კამპანიაში, რომელსაც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია იემენში ახორციელებს, რათა შესაძლებელი გახდეს უცხოეთის მოქალაქეების და დიპლომატების ევაკუაცია. რუსეთმა დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციების დროს გაავრცელა რეზოლუციის პროექტი. ტექსტში ასევე გამოთქმულია მოწოდება სწრაფად, უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოხერხდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. პარალელურად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გამოვიდა მოწოდებით დაუყოვნებლივ გამოცხადდეს 24-საათიანი პაუზა საბრძოლო მოქმედებებში, რათა ორგანიზაციამ შესძლოს დახმარების მოსახლეობამდე ჩატანა. საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს არაბულ სახელმწიფოებს, რომლებიც საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ შიიტი მეამბოხეების და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ. შიიტთა ძალები ებრძვიან იემენის პრეზიდენტის მომხრეებს. გაეროს შეფასებით, ძალადობას ბოლო ორი კვირის განმავლობაში ემსხვერპლა სულ მცირე 519 ადამიანი, მათ შორის 90 ბავშვი და ათი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა.

XS
SM
MD
LG