Accessibility links

logo-print

გვენეტაძე: სასამართლოსადმი ნდობა შესაძლებელია ხელისუფლების წევრთა თვითშეზღუდვის საფუძველზე


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომ მოსამართლე, რომელმაც დავალიანების გამო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ყადაღა დაადო, თავისი გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტებით უნდა გამოვიდეს. გვენეტაძე განცხადებაში წერს, რომ „მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხელისუფლების, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის ხელმძღვანელთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს“ და დასძენს - „გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სასამართლოსადმი ნდობის მოპოვება შესაძლებელია თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საფუძველზე''. ღარიბაშვილის განცხადება კრიტიკულად შეაფასა თოთხმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც.

XS
SM
MD
LG