Accessibility links

logo-print

მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი უკრაინელი სამხედრო


უკრაინის აღმოსავლეთში ოთხი სამხედრო დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათ მანქანას ნაღმი მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ხიდზე გადადიოდა მთავრობის მიერ კონტროლირებულ ქალაქ სჩასტიეში, რომელიც დაახლოებით 170 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ დონეცკს. სამინისტრო აფეთქებაში ადანაშაულებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, თუმცა ამ ცნობის დამოუკიდებლად შემოწმება არ ხერხდება. სამინისტროს განცხადების თანახმად, პირველი შეფასებით ჩანდა, რომ სეპარატისტებმა ანტისატანკო რაკეტა ისროლეს. ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა რაოდენ მყიფეა ზავი, რომელიც თებერვალში ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც მის შესახებ შეთანხებას მიაღწიეს უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა.

XS
SM
MD
LG