Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენია: თავდასხმაში ერთი ეჭვმიტანილი მთავრობის წევრის შვილია


კენიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ექსტრემისტული ჯგუფის, ალ-შაბააბის მიერ უნივერსიტეტზე მიტანილ სისხლიან იერიშში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მთავრობის წევრის ვაჟია. სააგენტო როიტერსი ავრცელებს სამინისტროს პრესმდივნის სიტყვებს, რომ ეჭვმიტანილი, აბდირაჰიმ აბდულაჰი, ერთ-ერთია იმ ოთხი შეიარაღებული პირიდან, რომლებიც 2 აპრილს დაესხნენ თავს უნივერსიტეტის შენობას და 150-მდე ადამიანი დახოცეს. სომალელი ექსტრემისტების ჯგუფმა, რომელსაც ალ-ყაიდასთან აქვს კავშირი, განაცხადა, რომ თავდასხმა წარმოადგენდა შურისძიებას სომალიში კენიელი სამხედროების ყოფნის და კენიის შიგნით მუსლიმთა შევიწროების გამო. კენიისთვის ეს თავდასხმა ყველაზე სისხლიანი იყო მას შემდეგ, რაც 1998 წელს ნაირობიში აშშ-ის საელჩოში მოხდა აფეთქება.

XS
SM
MD
LG