Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში


5 აპრილს ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში, ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამხედრო მანქანას ნაღმი მოხვდა, როცა ის ხიდზე გადადიოდა მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ სჩასტიეში, დაახლოებით 170 კილომეტრის მოშორებით სეპარატისტების მიერ დაკავებული ქალაქ დონეცკიდან. დაიღუპა ოთხი სამხედრო. სამინისტრო აფეთქებაში ადანაშაულებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, თუმცა ამ ცნობის დამოუკიდებლად შემოწმება არ ხერხდება. თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობა უარყოფს ბრალდებას, რომ ინციდენტში მისი ძალები მონაწილეობდნენ. საათზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ დაიღუპა კიდევ ორი სამხედრო, როცა უკრაინის არმიის მანქანა აფეთქდა გზაზე დამონტაჟებული ბომბის მოქმედებაში მოსვლის შედეგად, ქალაქ შოროკინესთან, მარიუპოლიდან აღმოსავლეთით. ამ ინციდენტებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა რაოდენ მყიფეა ზავი, რომელიც თებერვალში ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც მის შესახებ შეთანხებას მიაღწიეს უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა.

XS
SM
MD
LG