Accessibility links

logo-print

თალიბანმა გამოაქვეყნა თავისი ლიდერის, მოლა ომარის ბიოგრაფია


ავღანეთის თალიბანმა გამოაქვეყნა თავისი ლიდერის, მოლა ომარის ბიოგრაფია - იმ ფონზე, როცა თალიბანის რიგებს წევრთა ნაწილი ტოვებს, რათა სხვა ექსტრემისტულ ჯგუფებს შეუერთდეს. ვრცელდება ხმები, რომ მოლა ომარი შესაძლოა ცოცხალი არც იყოს. 5000 სიტყვისგან შემდგარი ტექსტი 5 აპრილს, დილით ადრე გამოქვეყნდა თალიბანის მთავარ ვებსაიტზე. როგორც იუწყებიან, გამოქვეყნების მიზანია მოლა ომარის თალიბანის ლიდერად ქცევის მეცხრამეტე წლისთავის აღნიშვნა. ტექსტში საუბარია მოლა ომარის საყვარელ იარაღზე, ასევე მის ბიოგრაფიულ მონაცემებზე - რომ ის 1960 წელს დაიბადა, სოფელ ჩაჰ-ი-ჰიმატში, ყანდაარის პროვინციაში. ტექსტის თანახმად, მოლა ომარი 5 წლის იყო, როცა მისი მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოჯახი ურუზგანში გადავიდა საცხოვრებლად. ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ომარმა მედრესეში ისწავლა - რაც წინააღმდეგობაში მოდის მანამდე გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ მან წერა-კითხვა არ იცის. ბიოგრაფიაში წერია, რომ მან სწავლა შეწყვიტა ავღანეთში საბჭოთა ძალების შეჭრის დროს. ტექსტის თანახმად, მოლა ომარი კვლავ ერთგულად მისდევს ჯიჰადის პრინციპებს, თუმცა მას რეგულარულად უთვალთვალებს მტერი. უკვე 13 წელია არ გავრცელებულა ინფორმაცია მოლა ომარის საჯაროდ დანამდვილებით გამოჩენის შესახებ.

XS
SM
MD
LG