Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გამოდის „აბსურდული ძალადობის“ დასრულების მოწოდებით


რომის პაპი, ფრანცისკე, სააღდგომო მიმართვაში გამოვიდა მსოფლიოს კონფლიქტურ რეგიონებში „აბსურდული ძალადობის“ დასრულების მოწოდებით და დადებითად ისაუბრა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2 აპრილს მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეზღუდოს.ეს შეთანხმება „ჭეშმარიტი ნაბიჯი იქნება უფრო უსაფრთხო და ძმური მსოფლიოსკენო“, თქვა მან. პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა ილოცონ კენიის უნივერსიტეტში დაღუპული, 150-მდე ადამიანისთვის. ისინი ორგანიზაცია ალ-შაბააბის ექსტრემისტებმა დახოცეს და მიზანში განსაკუთრებით ქრისტიანები ამოიღეს. პაპმა ასევე გაიხსენა 21 ეგვიპტელი კოპტი ქრისტიანი, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა დახოცეს ლიბიაში. ფრანცისკემ ასევე გამთქვა სურვილი იემენსა და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს ხალხის საკეთილდღეოდ.

XS
SM
MD
LG