Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პრეზიდენტი აშშ-ის ელჩის კრიტიკამ გააბრაზა


ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ პრაღის საპრეზიდენტო სასახლის კარი „ჩაუკეტა“ აშშ-ის ელჩს ჩეხეთში - ენრდიუ შაპიროს. ენდრიუ შაპირომ გასულ კვირაში ჩეხეთის ტელევიზიას განუცხადა, რომ „უხერხული“ იქნება, თუკი ზემანი იქნება ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური ევროკავშირიდან, რომელიც 9 მაისს მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს დაესწრება. მილოშ ზემანმა ახალი ამბების საიტ „პარლამენტნი ლისტის“ განუცხადა, „ვერ წარმომიდგენია“ ჩეხეთის ელჩი ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტს ურჩევდეს „სად იმოგზაუროს“. ზემანმა განაცხადა, რომ კრიტიკული კომენტარების გამო ენდრიუ შაპიროსთვის „სასახლის კარი დაიკეტა“. ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებს მოსკოვის ცერემონიაში მონაწილეობას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში მოსკოვის როლის გამო. ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. მილოშ ზემანის პრეს-მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი არ გეგმავს ამერიკის ელჩთან შეხვედრას, თუმცა, „ეს არ ნიშნავს, რომ ელჩს არ დაუშვებენ სოციალურ ღონისძიებებზე, რომლებიც პრაღის სასახლეში იმართება“.

XS
SM
MD
LG