Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ირანთან შეთანხმებას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული ჩარჩო შეთანხმება არის - ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის ხელის შეშლისა და ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების დამკვიდრების უიშვიათესი შესაძლებლობა. „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრული შესაძლო სარგებელი ბევრად აჭარბებს მოსალოდნელ საფრთხეებს. ირანმა და მსოფლიო ექვსეულმა ჩარჩო შეთანხმება დადეს 2 აპრილს შვეიცარიაში რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ. საბოლოო შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს 30 ივნისამდე. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება შეშფოთებული იყოს ირანის ბირთვული პროგრამით. ვაშინგტონის მიერ „ისრაელის დაცვა ურყევია“-ო, აღნიშნა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG