Accessibility links

საქართველოში სტუმრად იმყოფება რუმინეთის თავდაცვის მინისტრი


საქართველოში რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, მირჩა დუშასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის შეხვედრა გაიმართა. სტუმარმა საქართველო შეაქო „სწორ გზაზე დგომისათვის“ და განაცხადა, რომ რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მყარი და თანმიმდევრული მხარდამჭერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, რუმინეთის საელჩო საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას უკვე მეორედ შეასრულებს. "საქართველო სწორი გზით მიემართება წინ. ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ, ბიძგი მივცეთ ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც ქართულმა მხარემ განახორციელა იმისთვის, რომ საქართველოს შეექმნას შესაძლებლობები განახორციელოს არსებითი პაკეტის რეალიზაცია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ რუმინეთი ყოველთვის იქნება ამ აღნიშნული მიმართულების პაკეტის იმპლემენტაციის ერთ-ერთი ურყევი მხარდამჭერი", - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისი ფონზე. საუბარში ხაზი გაესვა ასევე შავი ზღვის აუზის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

XS
SM
MD
LG