Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი მარგველაშვილი ოპოზიციონერობაში „ამხილა“


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ოპოზიციაშია მმართველ გუნდთან და ამას ვერ ამხელს", - ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "კვირის 2030"-ში განაცხადა. ივანიშვილის მტკიცებით გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციაში ყოფნა მტკიცდება იმით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან „მეორე დღესვე დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს“, მის აპარატთან ერთად სამუშაოდ გადავიდა პრეზიდენტის სასახლეში, ვეტო დაადო უმრავლესობის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პროექტს და „ჭირვეულობდა“ ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წასვლის გამო. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის თქმით, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კანონდარღვევას არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ არსებობს კითხვები პრეზიდენტის მიმართ.

XS
SM
MD
LG