Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თბილისში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და შემდეგ საავადმყოფოში მყოფი დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა. პოლიციელები თბილისის ერთ-ერთ უბანში შემოწმების მიზნით შეაჩერეს პირი, რომელმაც სამართალდამცავებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მიიმალა. ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობა კი ამჟამად სტაბილურია. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევი პირია. მისი ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ოპერაცია ბოროტმოქმედის შესაპყრობად.

XS
SM
MD
LG