Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალურმა მოძრაობამ მთავრობა პოლიციის დემორალიზებაში დაადანაშაულა


საქართველოს მთავრობა პოლიციის დემორალიზებაში დაადანაშაულა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. „შეუძლებელია, ხელისუფლება ახალისებდეს კრიმინალურ სამყაროს და ამ დროს პოლიცია იყოს დაცული“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა. მისივე შეფასებით, პოლიციელთა დემორალიზაცია გამოიწვია დღევანდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, მათ შორის ამნისტიამ, კეთილსინდისიერი პოლიციელების დასჯამ და ქურდული სამყაროს რეანიმაციამ. „არ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება შეძლებს რომელიმე სფეროში მაინც ვითარების გამოსწორებას, მაგრამ თუ პოლიციისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის მცირედით გამოსწორება მაინც სურთ, აუცილებელია, ამ მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

XS
SM
MD
LG