Accessibility links

logo-print

ავღანეთში 10 პოლიციელი დაიღუპა აფეთქების შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 10 კაცი დაიღუპა პოლიციის ავტომობილის მარშრუტის სავალ გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად. ინცინდენტი დედაქალაქ ქაბულიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ყარაბახის რაიონში მოხდა. აფეთქების შედეგად პოლიციის ოთხი თანამშრომელი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ. კიდევ ოთხი პოლიციელი ანალოგიური თავდასხმის შედეგად ავღანეთის ჩრდილოეთ ბაღლანის პროვინციაში მოკლეს. პასუხისმგებლობა იერიშებზე არავის აუღია. თუმცა, ავღანეთში გზაზე დამონტაჟებული ნაღმების ომი თალიბანის მიერ უსაფრთოხების ძალების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანიის ნაწილია.

XS
SM
MD
LG