Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის მოსახლეობა ახალგაზრდების სირიაში წასვლას აპროტესტებს


ახმეტის რაიონის სოფელ დუისში პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს შეკრება მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, უხუცესების ინფორმაციით, ხეობაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც ხეობიდან სირიის მიმართულებით ახალგაზრდები გაჰყავს. ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პანკისში მცხოვრები 16 და 18 წლის ბიჭები, მშობლების დაუკითხავად გაემგზავრენ თურქეთში, საიდანაც, სავარაუდოდ, სირიაში საბრძოლველად წავიდნენ. პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სირიაში 100 -ზე მეტი პანკისელი ახალგაზრდა იბრძვის. სირიაში წასული მებრძოლების მშობლები და ახლობლები, სახელმწიფოს დახმარებას თხოვენ.

XS
SM
MD
LG