Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია მზად არის დაუყოვნებლივ შეხვდეს ჯანელიძეს


მინდია ჯანელიძეს თუ შეხვედრის სურვილი აქვს, მზად ვარ დღესვე შევხვდე და ავუხსნა თუ რა აქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. "პირველივე დღესვე შევხდი სამუშაოში კაბინეტში და ვუთხარი, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ, რაშიც დაჭირდებოდა გვერდში დავდგომოდი. ადრე რომ მიეღო გადაწყვეტილება ასეთ შეხვედრაზე, დარწმუნებული ვარ, ამდენი შეცდომა არ იქნებოდა დაშვებული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან", - განაცხადა ალასანიამ. ყოფილ და ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანი, ფრანგული მემორანდუმის ხელმოწერის ჩაშლაში დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრის სახელით კი, ალასანიას განცხადებით, მას პარიზში სწორედ მინდია ჯანელიძე, იმხანად უსაფრთხოების კრიზისების საბჭოს მდივანი, ურეკავდა.

XS
SM
MD
LG