Accessibility links

logo-print

ობამასა და ნეთანიაჰუს შორის გრძელდება უთანხმოება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გრძელდება ღრმა უთანხმება იმ ჩარჩო-ხელშეკრულების ირგვლივ, რომელსაც თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანმა და „ექვსეულმა“ 2 აპრილს ლოზანაში მიაღწიეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული ჩარჩო-შეთანხმება არის - ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის ხელის შეშლისა და ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების დამკვიდრების უიშვიათესი შესაძლებლობა. „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრული შესაძლო სარგებელი ბევრად აჭარბებს მოსალოდნელ საფრთხეებს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ჩარჩო-შეთანხმება შეაფასა, როგორც „ცუდი დოკუმენტი“. „სიენენეთან“ ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება „არ აჩერებს ირანის ბირთვულ პროგრამას“ და ქვეყნის ტერიტორიაზე ტოვებს „ატომური ინფრასტრუქტურის“ უდიდეს ნაწილს.

XS
SM
MD
LG