Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა


თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა. წესის ამოქმედების შემდეგ სავალდებულო ხდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით"
და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცებისას თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ჩაატარეს ცხოველთა უფლებადამცვიელებმა და შინაური ცხოველები პატრონებმა. აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ცხოველისა და მისი მფლობელის საზიანო ინტერპრეტაციის საშუალებას

XS
SM
MD
LG