Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი ოდნავ გამყარდა დოლართან მიმართებაში და გაუფასურდა ევროსთნ მიმართებაში


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 7 აპრილის ოფიციალური კურსით ერთი დოლარის შეძენა 2.2505 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი 2.2574 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0069 ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. 7 აპრილიდან ერთი ევროს ოფიციალური ფასია 2.4722 ლარი. გუშინ მოქმედი კურსი 2.4576 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0146 ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG