Accessibility links

წულუკიანის აზრით, საქართველო არ უნდა დაუბრუნდეს "ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას"


საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია უნდა გადაიხედოს, მაგრამ ისე, რომ საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს. იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პოლიციელთა უფლებამოსილებების გაზრდის მიზნით კანონპროექტი უნდა მომზადდეს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია ის, რომ დღემდე პარლამენტში "ჰაერშია გამოკიდებული" მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იარაღის შენახვა-შეძენის წესებსა და მასზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.

XS
SM
MD
LG