Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ეწვევიან დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები


მომავალ კვირაში, 14 აპრილს, საქართველოს ეწვევიან დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრიომი - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა დავით კერესელიძემ. მისი თქმით, რიგის სამიტის წინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი საქართველოსადმი სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ვიზიტის მსვლელობაში პოლონეთისა და საქართველოს საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები გჟეგოჟ სხეტინა და თამარ ბერუჩაშვილი ხელს მოაწერენ „თბილისის კონფერენციის“ დაფუძნების მემორანდუმს. თანამშრომლობის ეს ახალი ფორმატი, როგორც დავით კერესელიძემ განმარტა, მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების პროცესში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას.

XS
SM
MD
LG