Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში მიემგზავრება


9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვევა ვატიკანს, სადაც შეხვდება რომის პაპს ფრანცისკეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს აუწყა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა დავით კერესელიძემ. მისივე ცნობით, 15 აპრილს დაიწყება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში. იქ გიორგი მარგველაშვილი შეხვდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებს და თავის ლატვიელ კოლეგასთან, ანდრის ბერზინშთან ერთად გახსნის ორი ქვეყნის ბიზნესმენთა ფორუმს. ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრების დღის წესრიგშია, აგრეთვე, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობა და მზადება რიგის მაისის სამიტისთვის.

XS
SM
MD
LG