ერაყში ქალაქ თიქრითში ექსპერტიზის ჯგუფმა დაიწყო იმ 12 მასობრივი საფლავის გათხრა, სადაც, სავარაუდოდ, დასაფლავებულია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა მიერ მოკლული 1700-მდე სამხედრო. ექსჰუმაცია დაიწყო 6 აპრილს, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ერაყის უშიშროების ძალებმა, გასამხედროებული ჯგუფების დახმარებით, ქალაქი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს. რამდენიმე საფლავი ყოფილი პრეზიდენტის, დიქტატორ სადამ ჰუსეინის საპრეზიდენტო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარეობს. გვამების ამოსაცნობად ექსპერტიზა დნმ-ს ანალიზებს გამოიყენებს. ექსტრემისტებმა მეტწილად შიიტი სამხედროები 2014 წლის ივნისში დახოცეს, რის შემდეგაც ხოცვა-ჟლეტის ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.
ყველაზე პოპულარული
1