Accessibility links

logo-print

ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ ჯოხარ ცარნაევის საქმეს


აშშ-ში დღეს ნაფიცი მსაჯულები დაიწყებენ ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებების მოწყობაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვას. პროკურორებმა თავიანთი მტკიცებულებები უკვე წარმოდგენეს. ცარნაევს ოთხი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. აფეთქებისას დაიღუპა სამი და დაშავდა 264 ადამიანი. ამასთან, ცარნაევმა მოკლა პოლიციელიც. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 21 წლის ცარნაევს სიკვდილით დასჯა ემუქრება. მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ცარნაევი თავისი უფროსი ძმის, ტამერლანის გავლენის ქვეშ იყო. თავად ტამერლანი აფეთქებიდან ოთხი დღის შემდეგ დაიღუპა პოლიციელებთან შეტაკებისას. თუ ნაფიც მსაჯულთა 12-კაციანი ჯგუფი ცარნაევს დამნაშავედ სცნობს, მას იმის გადაწყვეტაც მოუწევს, ცარნაევი სიკვდილით დასაჯოს თუ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს.

XS
SM
MD
LG