Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამბობს, რომ სანქციები ირანს თანდათანობით მოეხსნება


აშშ აცხადებს, რომ ირანს თანდათანობით მოუხსნის ეკონომიკურ სანქციებს, თუ თეირანი მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან ერთად მოახერხებს, ვადამდე, ანუ 30 ივნისამდე მიაღწიოს საბოლოო შეთანხმებას თავისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. ამის შესახებ 6 აპრილს განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა. მისი თქმით, სანქციების მოხსნასთან დაკავშირებული დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. ირანის მთავრობის აზრით, რადგან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ჩარჩო-შეთანხმება 2 აპრილს იქნა მიღწეული, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს მიერ შემოღებული სანქციები საბოლოო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ერთბაშად უნდა მოიხსნას. ასევე 6 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ უარყო წინადადება, საბოლოო ხელშეკრულებაში ჩაიწეროს, რომ ირანი სცნობს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას. ამასთან, დემოკრატმა სენატორმა, ჩაკ შუმერმა 6 აპრილს თქვა, რომ ის ემხრობა რესპუბლიკელთა წინადადებას, რომელიც კონგრესს საშუალებას მისცემს, უარყოს ირანთან მიღწეული შეთანხმება.

XS
SM
MD
LG