Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში აღნიშნავენ რევოლუციის მეხუთე წლისთავს


ყირგიზეთში აღნიშნავენ იმ რევოლუციის მეხუთე წლისთავს, რომლის შედეგადაც თანამდებობის დატოვება მოუხდა მმართველობის ავტორიტარული სტილით ცნობილ პრეზიდენტს, ყურმანბეკ ბაკიევს. ქვეყნის ახლანდელმა პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა მონაწილეობა მიიღო საგანგებო ცერემონიაში, რომელიც ბიშკეკში, ყირგიზეთის თეთრი სახლის შენობასთან გაიმართა. 2010 წელს გამართული საპროტესტო აქციისას ამ ადგილას 200-მდე ადამიანი მოკლეს ყირგიზეთის უსაფრთხოების ძალებმა. ბაკიევის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში სულ 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბაკიევს კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სდებდნენ ბრალს. ატამბაევი კი, როგორც ოპოზიციის ლიდერი, მაშინ შინა პატიმრობაში იმყოფებოდა. დღეს თავის გამოსვლაში ატამბაევმა თქვა, რომ ყირგიზ ხალხს ახსოვს, როგორი საზარელი სისტემა შექმნა ბაკიევმა - მან მოკლა არაერთი მთავრობის ოპონენტი, მათ შორის ბიზნესმენები, ჟურნალისტები და პარლამენტის წევრები. ბაკიევი და მისი ოჯახის წევრები ბელორუსიაში არიან გაქცეული. მინსკმა რამდენჯერმე უკუაგდო ბიშკეკის მოთხოვნა, ბაკიევი ყირგიზეთში დაებრუნებინათ.

XS
SM
MD
LG